Teddy Bear Hospital

Teddy Bear Hospital

თსსუ-ის მედქალაქის ეზოში  16 ივნისს, სტუდენტური ორგანიზაციების: GMSA (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციცია), YSU (ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება), EMSA (ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია), სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი „ვიტალისი“-ის, ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო საციალური პროექტი „Teddy Bear Hospital“. პროექტი გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით, ეხმარება 4-8 წლის ბავშვებს ექიმისა და სამედიცინო გარემოს მიმართ შიშის დაძლევაში.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ პროექტის განხორციელების აუცილებლობა წარმოშვა ბავშვების  ნეგატიურმა დამოკიდებულებამ პედიატრების და ზოგადად თეთრი ხალათის მიმართ. კვლევებზე დაყრდნობით, ორგანიზატორები ამ უხილავი ბარიერის არსებობის 3 ძირითად მიზეზს ასახელებენ:

1. მშობლის მიერ სამედიცინო პერსონალის არასწორი ინტერპრეტაციით, რა დროსაც მშობელი ბავშვის დამორჩილების მიზნით, ექიმისა და არასასიამოვნო სამედიცინო პროცედურების მიმართ შიშით მანიპულირების ხერხს მიმართავს, რაც ბავშვის, როგორც პაციენტის, ფსიქოლოგიას ნეგატიურად განაწყობს.

2. სამედიცინო პერსონალის მიერ არასათანადო დამოკიდებულება, ბავშვის, როგორც პაციენტის, მიმართ, რაც წარმოქმნის ან კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ექიმისა და არასასიამოვნო სამედიცინო პროცედურების მიმართ შიშს.

3. ექიმთან იშვიათი გეგმიური ვიზიტები ზრდის ბავშვის უნდობლობას სამედიცინო პერსონალის მიმართ. ზემოთ აღნიშნული პრობლემა დღევანდელობაში მეტად აქტუალურია, რადგან ექიმის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანდაცვის ხარისხს, ზრდის ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა პრევალენტობასა და ინციდენტობას.

პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით, სტუდენტური ორგანიზაციები და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა აქტივობებს  მომავალშიც განახორციელებენ.