თელ-ავივის (ისრაელი) უნივერსიტეტის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის იცხაკ ვინოგრადის ლექციები და საქველმოქმედო ოპერაციები

თელ-ავივის (ისრაელი) უნივერსიტეტის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის იცხაკ ვინოგრადის ლექციები და საქველმოქმედო ოპერაციები

2012 წლის 10-11 ივლისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი იცხაკ ვინოგრადი, რომელმაც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის აუდიტორიაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:

- “ლაპარასკოპია ბავშვთა ქირურგიაში”;
- “ნაწლავთა გაუვალობა ახალშობილებსა და ბავშვებში”.

ლექციების პარალელურად, პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა ორ ქართველ ბავშვს ჩაუტარა საქველმოქმედო ოპერაციები:

1. ანორექტული პლასტიკა.
2. მსხვილი ნაწლავის რეკონსტრუქციული ოპერაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.