თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორის მოშე ზვი პაპას ლექცია თსსუ–ში

თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორის მოშე ზვი პაპას ლექცია თსსუ–ში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი მოშე ზვი პაპა, რომელმაც 23 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია:“ტოპოგრაფიული ანატომიის ასპექტები ძუძუს კიბოს დროს“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.