თენგიზ მაისურაძის წიგნის ,,ქართული ფარმაცია და მაისურაძეები

თენგიზ მაისურაძის წიგნის ,,ქართული ფარმაცია და მაისურაძეები" პრეზენტაცია

   
   

2017 წლის 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის და საქართველოს ფარმაციის ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა თენგიზ მაისურაძის წიგნის "ქართული ფარმაცია და მაისურაძეები" პრეზენტაცია.

ფარმაციის ისტორია საქართველოში საუკუნეებს ითვლის და ის ერთ-ერთ ტრადიციულ და წარმატებულ დარგს წარმოადგენს, რომლის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართულმა ოჯახებმა შეიტანეს, მათ შორის, პრაქტიკული ფარმაციის განვითარების საქმეში, აღსანიშნავია მაისურაძეების ოჯახის დიდი დამსახურება.

შეხვედრაზე ავტორმა, თენგიზ მაისურაძემ ისაუბრა წიგნის შექმნის ისტორიაზე და აღნიშნა, რომ თარიღი სიმბოლურია, რადგან 150 წლის წინ, სწორედ 2 მარტს თბილისში, მაისურაძეების პირველი აფთიაქი დაარსდა.

ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური ფილმი მაისურაძეების ოჯახის ისტორიაზე.