ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის კონგრესი - FELASA 2019

ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის კონგრესი - FELASA 2019

მიმდინარე წლის 10-13 ივნისს ქ.პრაღაში გაიმართა FELASA-ს (ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის) მე-14 კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო   2000-ზე მეტმა დელეგატმა  28 ქვეყნიდან და 21 შემადგენელი ასოციაციიდან.  მათ შორის  თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის, კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა კარენ  მულკიჯანიანი. რომელიც, ასევე, გახლავთ,  საქართველოს ლაბორატორიული ცხველების მეცნიერებათა ასოციაცია GALAS-ის დელეგაციის  პრეზიდენტი, თსსუ-ის ბიოსამედიცინო კვლევის ეთიკის კომიტეტის წევრი.

FELASA-ს კონგრესზე, რომელიც ტარდება 3 წელიწადში ერთხელ, განიხილება ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ცხოველების გამოყენების ყველა ასპექტი: ცხოველთა კეთილდღეობა, ეთიკური ნორმები, საკანონმდებლო საკითხები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამები.  მე-14 კონგრესის სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

ინსტიტუციური გამოწვევები: კომუნიკაცია, გამჭვირვალობა, ობიექტების მართვა;

განათლება და ტრეინინგი: აკრედიტაცია, გადამზადების პროგრამები, კომპეტენციის შეფასება, მენეჯერთა მომზადება;

ევროპული დირექტივის 2010/63/EU გადახედვა და დანერგვის გამოწვევები.

განასაკუთრებული ყურადღება დაეთმო 3R კვლევების ხელშეწყობასა და გაფართოებას და ცხოველების ჩართულობით ჩატარებული ექსპერიმენტების სათანადო გაშუქებისა და ანგარიშგების საკითხებს.

კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული იყო მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელზეც 118 კომპანიის მიერ ფართოდ წარმოდგენილი იყო უახლესი GLP-შესაბამისი სამეცნიერო აპარატურა, ვივარიუმის აღჭურვილობა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.  

კონგრესის და FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის სხდომის დროს გაიმართა სასარგრებლო დისკუსიები FELASA-ს და  ICLAS-ის წარმომადგენლებთან. 

ოფიციალური ვიდერეპორტაჟი კონგრესის შესახებ