პირველი პრაქტიკული მეცადინეობა ოდონტოლოგიის დეპარტამენტში ფიზიკური თანდასწრებით

პირველი პრაქტიკული მეცადინეობა ოდონტოლოგიის დეპარტამენტში ფიზიკური თანდასწრებით

2020 წლის 4 ივნისს ოდონტოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდა პირველი პრაქტიკული მეცადინეობა ფიზიკური თანდასწრების რეჟიმში, სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-4 სემესტრის იმ სტუდენტებისთვის, ვინც ამ პერიოდში თბილისში იმყოფებოდა და რაც მთავარია, ჰქონდა სურვილი, უახლესი სიმულატორებით, ფანტომებით და სადემონსტრაციო მოწყობილობებითა და საშუალებებით აღჭურვილ სტომატოლოგიის ფაკულტეტის პრაქტიკული უნარების საფანტომო ცენტრში ენახა და თავად შეესრულებინა ის მანიპულაციები, რაც მე-4 სემესტრში საფანტომო ენდოდონტიის სილაბუსითაა განსაზღრული.

პრაქტიკულ მეცადინეობაზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო. იმ სტუდენტებს, რომელთაც ცენტრში მოსვლის საშუალება არ მიეცათ, მეცადინეობა ჩვეულ, დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარდათ. 

აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელიც  სტომატოლოგიის ფაკულტეტის ყველაზე მძლავრი კლინიკური ბაზაა, ყველა პირობა იყო შექმნილი სტუდენტთა ორგანიზებული შემოსვლის, უსაფრთხოების წესების დაცვისა და სტუდენტთა ეკიპირებისთვის. 

სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობის პროტოკოლი გააცნო ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა მ. მამალაძემ. 

5-6 ივნისს ანალოგიური პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა მე-3 სემესტრის სტუდენტებისთვის, რომლებიც წინაკლინიკურ ოპერაციულ ოდონტოლოგიას გადიან.