თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ძალისხმევით, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკის, პრეკლინიკური სიმულაციების ბაზა ულტრათანამედროვე საფანტომო ფანტომ-მულაჟებით, სიმულატორებითა და პორტატული ბორმანქანებით აღიჭურვა. აპარატურა მონტაჟდება და ბაზა უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება. 4, 5 და 6 თებერვალს კი სტომატოლოგიის ფაკულტეტის III და IV სემესტრის სტუდენტებს საფანტომო ოპერაციულ ოდონტოლოგიასა და ენდოდონტიაში გამოცდის ჩასატარებლად სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითმა ცენტრმა უნიდენტმა უმასპინძლა. კლინიკის დიდი აუდიტორია სათანადოდ მოეწყო და აღიჭურვა ობიექტურად სტრუქტუირებული პრაქტიკული გამოცდის (OSPE) ჩასატარებლად.