2024 წლის 3-7 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პროექტ Erasmus+ KA171 ფარგლებში ეწვია ქალაქ იზმირის (თურქეთი) თინაზტეფეს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელიფ ებრუ ერმისი.
ვიზიტის ფარგლებში თურქმა პროფესორმა თსსუ-ის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები: შესავალი რადიაციულ ბიოფიზიკაში; გამოსხივების ტიპები და დოზა; გამოსხივების ბიოლოგიური ეფექტი და მისი მოქმედების მექანიზმები უჯრედზე; სამედიცინო ვიზუალიზაციის მოწყობილობების მუშაობის ძირითადი მექანიზმები.
თსსუ-ში პროფესორი ელიფ ებრუ ერმისი შეხვდა ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების თანამშრომლებს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ თინათინ კილასონიას და Erasmus+ პროგრამის ინსტიტუციურ კოორდინატორს ნინო კანდელაკს. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განვითარების პერსპექტივები.