თსსუ–ს პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის ქეთევან ღამბაშიძის ვიზიტი ვენაში (ავსტრია)

თსსუ–ს პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის ქეთევან ღამბაშიძის ვიზიტი ვენაში (ავსტრია)

2012 წლის 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე, თსსუ–ს პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე მივლინებით იმყოფებოდა ვენაში (ავსტრია), სადაც ჩატარდა „მედიკოს ონკოლოგთა ევროპული გაერთიანებ“–ის ESMO–ს (The European Society for Medical Oncology) საერთაშორისო კონგრესი, რომელიც ეძღვნებოდა ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს...
კონგრესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წამყვანი მეცნიერ–მკვლევარები, კლინიცისტები და ფარმაცევტული ფირმები.

კონგრესის მთავარი მიზანი იყო – თანამედროვე ონკოლოგიაში დაგროვილი ცოდნის და მიღწევების ურთიერთგაზიარება, კლინიკური და პრეკლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების, კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების შედეგების განხილვა და გაცნობა ამ სფეროში მოღვაწე მედიკოსებისა თუ დაინტერესებულ პირთათვის.

მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს მკვლევართა მეცნიერულ ზრდას, კლინიცისტებისათვის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გაცნობასა და კლინიკებში მათი შემდგომი წარმატებული გამოყენებისა და პაციენტთა ეფექტური მკურნალობის პერსპექტივებს.

კონგრესის მსვლელობაში დაგეგმილი იყო კულტურული ღონისძიებები. კონგრესის მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა, დაისახა სამომავლო გეგმები.

კონგრესის დასასრულს, მონაწილეებმა მიიღეს სერტიფიკატები აღიარებული ACOE-ს (The accreditation Council of Oncology in Europe) მიერ და მოწვევა ESMO–ს ეგიდით ორგანიზებულ მომავალ კონგრესსა და კონფერენციებში.