თსსუ-ში თირკლმის მსოფლიო დღის ფარაგლებში სკრინინგ კამპანია ჩატარდა

თსსუ-ში თირკლმის მსოფლიო დღის ფარაგლებში სკრინინგ კამპანია ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტის, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით, თირკმლის მსოფლიო დღის ფარგლებში სკრინინგ კამპანია ჩატარდა. 

კამპანია მოიცავდა მსურველთათვის არტერიული წნევის გაზომვასა და სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თირკმლის დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ.