თსსუ-ში ამერიკელი ნეიროქირურგის, პროფესორ ჯოზეფ პიატის საჯარო ლექცია ჩატარდა

თსსუ-ში ამერიკელი ნეიროქირურგის, პროფესორ ჯოზეფ პიატის საჯარო ლექცია ჩატარდა

 
   

8 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით, სტუდენტებისთვის ჯეფერსონის უნივერსიტეტის საავადმყოფოს (აშშ)  ბავშვთა ნეიროქირურგმა, პროფესორმა ჯოზეფ პიატმა საჯარო  ლექცია წაიკითხა. ამერიკელი პროფესორის ლექციის თემა - "ახალშობილთა თავები", ნეონატოლოგიას დაეთმო .

პროფესორმა პიატმა მედიცინის ხარისხი 1979 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო. 1990 წლიდან იგი ამერიკის პედიატრიული აკადემიის  და ნეიროქირურგიული ასოციაციის წევრია. ჯოზეფ პიატი ათეულობით პუბლიკაციის ავტორია ნევროლოგიური განვითარების დარღვევებსა და ნეიროქირურგიულ თემებზე. დოქტორი პიატის ბოლოდროინდელი კვლევა ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა პედიატრიული ნეიროქირურგიული მდგომარეობის ეპიდემიოლოგიასა და მოვლის ხარისხზე.

ამერიკელი პროფესორის ჯოზეფ პიატის საჯარო ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა პროფესორთან მკურნალობის ამერიკულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.