თსსუ-ში ფაკულტეტების კვირეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დღით გაიხსნა

თსსუ-ში ფაკულტეტების კვირეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დღით გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტების კვირეული დაიწყო. ღონისძიებათა ციკლი მიზნად ისახავს სხვადასხვა ფაკულტეტის აქტივობებისა და მიმართულებების წარმოჩენას, სტუდენტების ჩართულობის გაზრდასა და აკადემიური გარემოს გაძლიერებას.

კვირეული თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 9 მარტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დღით დაიწყო, რომელიც მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - „პროფილაქტიკური მედიცინა: თანამედროვე გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“. ლექციას უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე, რომელმაც ისაუბრა პროფილაქტიკური მედიცინის მნიშვნელობაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევებსა და სფეროს განვითარების პერსპექტივებზე.

ფაკულტეტების კვირეულის ფარგლებში, ასევე გაიმართა ინტელექტუალური ვიქტორინა „მითია თუ რეალობა?“, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული ცოდნა ინტერაქტიულ ფორმატში გამოეცადათ. 

ღონისძიებამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და აქტიური მონაწილეობით წარიმართა.