თსსუ-ში გრძელდება სტუდენტური სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციების ციკლი „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი

თსსუ-ში გრძელდება სტუდენტური სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციების ციკლი „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, გრძელდება საფაკულტეტო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი — „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“.

ციკლის მორიგი ღონისძიება, 16 მაისს, ფარმაციის ფაკულტეტის ეგიდით ჩატარდა. კონფერენცია  გახსნა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გამოხატა მსგავსი ინიციატივების მიმართ უნივერსიტეტის მხარდაჭერა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ჩიკვილაძე, რომელმაც გაიხსენა ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებაში მისი საქმიანობა სტუდენტობის პერიოდში და ხაზი გაუსვა მეცნიერების მნიშვნელობას ფარმაციის სფეროში.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს ფარმაციის სფეროში არსებული თანამედროვე მიღწევები და აქტუალური საკითხები. ღონისძიების ბოლოს  ჟიურიმ  და დამსწრე აუდიტორიამ გამოავლინა საუკეთესო მოხსენებები:

მარიამ კიზირია, I კურსი, ხელმძღვანელები ნინო იმნაძე, თსსუ-ის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიისდეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ნინო ნიჟარაძე - თსსუ-ის მოწვეული ლექტორი - "ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე"

დიანა სარქისიანი, III კურსი, ხელმძღვანელი პროფესორი ალიოშა ბაკურიძე თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - "სელენის ნანონაწილაკების ბიოსინთეზი"

კონფერენციების ციკლის „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“  მომდევნო ღონისძიება 29 მაისს,  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტისა და საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა  მოხსენებებს დაეთმობა. კონფერენციების ციკლი 13 ივნისს შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.