თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გრძელდება საფაკულტეტო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი- „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი.
ციკლის მორიგი ღონისძიება, სახელწოდებით “Axis of Care” მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ეგიდით გაიმართა. კონფერენცია წარმოდგენილი იყო სამი სექციით - გინეკოლოგია, ნევროლოგია და ენდოკრინოლოგია. აღნიშნულ დისციპლინებში არსებული აქტუალური საკითხები იყო სტუდენტების მოხსენების ძირიტადი თემები. მომხსენებლებმა ნაშრომებში გააერთიანეს, როგორც კლინიკური შემთხვევები, ასევე ლიტერატურული მიმოხილვები.
ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ და აუდიტორიამ გამოავლინა საუკეთესო მოხსენებები:
• Ravi Shankar Manthri - SARS-CoV-2 and vaccination(s) impact on Neurological degenerative diseases in humans – A problem-based study approach and review of outcomes and further study.
• Krupa Sara Thomas Non-Immune Hydrops Fetalis: Diagnostic Pathways and Advances in In-Utero Management
• Hassan Khalid hassan - Exploring the Therapeutic Capabilities of Quantum Dots in Neurodegenerative Diseases
კონფერენცია ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით და Clinova International -ის ჩართულობით გაიმართა.კონფერენციების ციკლი „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“ 16 ივნისის შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.