თსსუ-ში გრძელდება სტუდენტური სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციების ციკლი „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“

თსსუ-ში გრძელდება სტუდენტური სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციების ციკლი „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გრძელდება საფაკულტეტო სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციათა ციკლი – „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“. ციკლის მორიგი ღონისძიება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ეგიდით ჩატარდა. 

კონფერენცია გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, მან ხაზი გაუსვა სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა მსგავსი ინიციატივების მიმართ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა შალვა (დავით) ზარნაძემ აქცენტი გააკეთა ფაკულტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე მსგავსი ტიპის ღონისძიებებში. 

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები. ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ და დამსწრე აუდიტორიამ გამოავლინა საუკეთესო მოხსენებები: 

,,სურსათის აფლატოქსინებზე კვლევის შედეგების შეფასება საქართველოში“  ლიზი ნიკოლეიშვილი; ანანო ფალაშვილი (მესამე კურსი). თემის ხელმძღვანელები: კვების, ასოკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი ბელა ყურაშვილი და ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ეკა ელაშვილი.

,,ფიზიკური აქტივობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები-მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ქცევის კვლევა“ ელენე კაკალაძე (პირველი კურსი). კვლევის ხელმძღვანელი- საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ლია გუმბარიძე.

კონფერენციების ციკლი  „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“  16 ივნისს,  შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდება.