თსსუ-ში მოწვეული პროფესორის, ოთარ ვადაჭკორიას საჯარო ლექციები გაიმართა

თსსუ-ში მოწვეული პროფესორის, ოთარ ვადაჭკორიას საჯარო ლექციები გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის მოწვეული პროფესორის, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორის, მიუნჰენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორის, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორის, მიუნჰენის სტომატოლოგიური კლინიკის ZiP-Zahnarzt in Pasing-ის ხელმძღვანელის, ოთარ ვადაჭკორიას საჯარო ლექციები გაიმართა.

ლექციების მთავარი თემა -  „ზედა ყბის წიაღის ფსკერის პლასტიკა და თანამედროვე აუგმენტაციის როლი კბილთა იმპლანტაციაში“ – „Sinus Floor Plastic and Advanced Augmentation Procedures in Modern Dental Implantology“ იყო. 

ლექციები ორ ეტაპად - ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარდა. ლექციებს ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, რეზიდენტები, დარგის სპეციალისტები და აკადემიური პერსონალი.

ლექციების ფარგლებში, პროფესორმა ოთარ ვადაჭკორიამ მსმენელებს გაუზიარა მრავალწლიანი საერთაშორისო კლინიკური და აკადემიური გამოცდილება. პროფესორმა აუდიტორიას გააცნო თანამედროვე დენტალური იმპლანტოლოგიის აქტუალური მიმართულებები, ზედა ყბის წიაღის ფსკერის პლასტიკის თანამედროვე მეთოდები, აუგმენტაციის როლი და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა კბილთა იმპლანტაციის პროცესში. 

ლექციები, რომელიც თსსუ-ში, 28 მაისს ჩატარდა, ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. კითხვა-პასუხის სესიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესორ ოთარ ვადაჭკორიასთვის დაესვათ პროფესიული და პრაქტიკული ხასიათის კითხვები, მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია თანამედროვე კლინიკური პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.

თსსუ-ის მოწვეული პროფესორი, ოთარ ვადაჭკორია, თსსუ-ში ყოველწლიურად მართავს საჯარო ლექციებს, რომლებიც ემსახურება თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური ცოდნის გაზიარებას, საერთაშორისო პროფესიული გამოცდილების გაცნობას და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.