2023 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „იდიოპათიური ნეფროზული სინდრომი, პათოფიზიოლოგია, ბიომარკერები და თანამედროვე თერაპიული მიდგომები".
ლექცია წაიკითხა პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მარიო ოლლერომ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. საჯარო ლექცია აუდიტორიის მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩეოდა. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.