თსსუ-ში საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

თსსუ-ში საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების საზაფხულო სტაჟირება დაიწყო. პროგრამა, რომლის ძირითადი ნაწილი საუნივერსიტეტო კლინიკებში განხორციელდება, 3 კვირიანია და 9 აგვისტომდე გაგრძელდება.

თსსუ–ის კლინიკური ბაზების გარდა, სტაჟირების პროგრამაში ჩართულია უნივერსიტეტის პარტნიორი კლინიკებიც.

საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას იღებს თსსუ-ის 100-მდე სტუდენტი. სტაჟირების პროცესში სტუდენტები დაეუფლებიან კლინიკურ უნარ-ჩვევებს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში. სამი კვირის განმავლობაში ისინი ჩართულნი იქნებიან მრავალფეროვან კლინიკურ და პრაქტიკულ აქტივობებში, მიიღებენ მონაწილეობას დაავადებათა მართვაში და განივითარებენ პაციენტთან ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

სტაჟირების პროგრამა  პირველად 2012 წელს განხორციელდა და მიღებული  შედეგის გათვალისწინებით  ტრადიციული გახდა.