თსსუ-ში საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

თსსუ-ში საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების საზაფხულო ყოველწლიური სტაჟირების პროგრამა დაიწყო. პროგრამა 15 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება და მისი ძირითადი ნაწილი თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში განხორციელდება.

თსსუ–ის კლინიკური ბაზების გარდა, სტაჟირების პროგრამაში ჩართულია თსსუ-ის პარტნიორი კლინიკებიც. 

წლევანდელ პროგრამაში  თსსუ-ის 100-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. სტაჟირების პროცესში ისინი ჩაერთვებიან მრავალფეროვან პრაქტიკულ აქტივობებში, დაეუფლებიან კლინიკურ უნარ-ჩვევებს, მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა მართვის პროცესში და განავითარებენ პაციენტთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის პრაქტიკულ უნარებს.  

თსსუ-ის საზაფხულო სტაჟირების პროგრამა პირველად 2012 წელს განხორციელდა. მისი წარმატებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პროგრამა ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ კლინიკურ გარემოში პრაქტიკული გამოცდილებით გაამყარონ.