თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და სისხლის ბანკ „სიცოცხლესთან“ პარტნიორობით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. მასში თსსუ-ის 50-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო.
სისხლის უანგარო დონაციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და უნივერსიტეტის კანცლერმა, ალექსანდრე ბუაჩიძემ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და ახალგაზრდებში უანგარო დონორობის პოპულარიზაცია უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სისხლის უანგარო დონაციის აქციების ორგანიზება თსსუ-ის მრავალწლიანი ტრადიციის ნაწილია და მსგავსი ინიციატივები უნივერსიტეტში წელიწადში რამდენჯერმე ხორციელდება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობისკენ მიმართულ ინიციატივებს, ასევე ახალგაზრდებში ჰუმანიზმის, სოლიდარობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას.