თსსუ ბავშვთა ნევროლოგიაში ევროპული აკრედიტაციის მქონე მე-6 კავკასიურ კურსს უმასპინძლებს

თსსუ ბავშვთა ნევროლოგიაში ევროპული აკრედიტაციის მქონე მე-6 კავკასიურ კურსს უმასპინძლებს

ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) მმართველთა საბჭოს სხდომას, რომელიც 16-17 იანვარს ბელგიის ქალაქ ლუვენში, პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა, თსსუ-ის ვიცე-რექტორი და ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე საბჭოს ახლადარჩეული წევრის სტატუსით დაესწრო. (საბჭოს შემადგნელობა 2025 წლის სექტემბერში განახლდა და თსსუ-ის ვიცე რექტორი 4 წლით აირჩიეს. )

ერთ-ერთი საკითხი, რაც სხდომაზე განიხილეს, ძველი საბჭოს უფლებამოსილებების გადაბარებას და ახალი შემადგენლობის ფუნქციების განაწილებას ეხებოდა.

პროფესორი სოფიო ბახტაძე ეროვნულ მეთვალყურეთა კომიტეტის (CNA) თავმჯდომარედ დაამტკიცეს, სადაც მისი პასუხისმგებლობა იქნება პედიატრიული ნევროლოგიის ევროპული პოსტდიპლომური სილაბუსის განახლება და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სასწავლო პროგრამების მონიტორინგი.

ასევე სოფიო ბახტაძე  EPNS-ის განათლებისა და ტრენინგის და ფინანსებისა და საწევროს კომიტეტების წევრად აირჩიეს.

კომიტეტების გადაწყვეტილებით, 2026 წლის 31 ოქტომბერს – 1 ნოემბერს თბილისში ჩატარდება ევროპული აკრედიტაციის მქონე მე-6 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. კურსი მიეძღვნება ბავშვთა ნევროლოგიაში გადაუდებელ მდგომარეობებს.