თსსუ  - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დარგში შეტანილი წვლილისთვის - დაჯილდოვდა

თსსუ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დარგში შეტანილი წვლილისთვის - დაჯილდოვდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დარგში შეტანილი წვლილისთვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთან მუდმივი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა. ჯილდო თსსუ-ის რექტორს, პროფესორს ირაკლი ნატროშვილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ გადასცეს. თსსუ-თან ერთად ჯილდოები მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

საზეიმო ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაარსების 10 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც  დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,  სამედიცინო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებთან ერთად დაჯილდოვდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები.