თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია

თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია

 
   

თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები, პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, 11 მაისს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, მათ შორის მედიცინის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველი აბიტურიენტებისთვის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.

პროგრამის დირექტორისგან, ეკა ეკალაძისგან მოსწავლეებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს სასწავლო სისტემისა და ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც მათ American MD Program აძლევს. თსსუ დილომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაატარეს. გიორგი მაზიაშვილმა, ანი ფაჟავამ, ლეენ ალენდარმა, ზინზუვადია ვიდიტ ბიმალმა, დავამანი ვიშალ რააგავმა თანატოლებს მედიცინის სწავლების საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს აუხსნეს, როგორ დაასტაბილურონ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მანამ, ვიდრე შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივა. მოსწავლეებმა გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი (CPR) ამერიკული პროგრამის სტუდენტებისა და წარმომადგენლების ინსტრუქციით სამედიცინო სასწავლო მანეკენებზე თავად ჩაატარეს. პირველადი დახმარების ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთვნენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით მგავსი ტიპის ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა სკოლებში გრძელდება.