თსსუ-ის თეატრალური დასის წარმოდგენა - ,, Bachelorette Party ანუ წინა საქორწილო დღესასწაული“

თსსუ-ის თეატრალური დასის წარმოდგენა - ,, Bachelorette Party ანუ წინა საქორწილო დღესასწაული“

2017 წლის  7 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ,,თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ნიღაბი 2017“  ფარგლებში თსსუ-ის თეატრალურმა დასმა სპექტაკლი - ,,Bachelorette Party ანუ წინა საქორწილო წვეულება“ წარმოადგინა, რომელიც ოტია იოსელიანის პიესის -,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" გათანამედროვებული ვერსიაა.

წარმოდგენის რეჟისორი ნათია გუჯაბიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ომიკო ხოფერია, დიზაინერი - ნანა გავაშელი იყო. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები:  ანანო ჯაფარიძე, ნინი ებიტაშვილი, ანა მურცხვალაძე, ნანი ტატიშვილი, ნიკოლოზ დვალი, ალეკო ბაზაზაშვილი, სალომე აბესალაშვილი, ანრი ტყაბლაძე, ანა მაჩაბელი, თაკო ბოგვრელი, მაშო კვინიხიძე, ნიკა ყულოშვილი.

წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა თხოვნით წელს კიდევ ერთხელ გაიმართება.

იხილეთ ტელეკომპანია ,,იმედის" ახალი ამბები.