თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ჩართულობით ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური უფასო გამოკვლევები ჩატარდა

თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ჩართულობით ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური უფასო გამოკვლევები ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, პარტნიორ კლინიკებთან ერთად,  მორიგი, 30-ე  ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოლოგიური,  უფასო გამოკვლევები ამჯერად ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ჩაატარა.

აქციის ფარგლებში, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო კარანაძემ, ამავე დეპარტამენტის მოწვეულმა პედაგოგმა, ქეთევან ტყებუჩავამ და ლაბორანტმა ნინო ჯანყარაშვილმა 152 ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და  დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს.

                                           ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა

                                           და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის

                                          გაზრდის მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ

                                          ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ

                                          გადაეცათ 304 სათვალე და 22 გლუკომეტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკას - ‘’საქართველოს’’ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, 8 წლის განმავლობაში თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - ‘’საქართველომ’’ ჯამში 30 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. ამ პერიოდში მათ 3506 ბენეფიციარს გაუწიეს კვალიფიციური დახმარება.