თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის საქველმოქმედო აქცია წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში

თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის საქველმოქმედო აქცია წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში

წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, პარტნიორ კლინიკებთან ერთად, ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოლოგიური უფასო გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის  თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო კარანაძე და ლაბორანტი ნინო ჯანყარაშვილი.

განხორციელდა 421 სამედიცინო ვიზიტი. შეამოწმეს და  დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს ბენეფიციარებს. ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ  გადაეცათ 336 ოპტიკური სათვალე და 16 გლუკომეტრი.

ერთობლივი სამედიცინო აქცია თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველოს სამედიცინო პერსონალთან ერთად განახორციელა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკას - ‘’საქართველოს’’ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაფორმდა.