თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა

თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომის ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა

2024 წლის 29-30 ივნისს ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ და თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მორიგი, 23-ე უფასო ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო კარანაძისა და ამავე დეპარტამენტის ლაბორანტის ნინო ჯანყარაშვილის უშუალო ჩართულობით ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 163 ბენეფიციარს ჩაუტარდა დიაგნოსტიკა. 

ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადაეცათ 326 სათვალე და 11 გლუკომეტრი.