თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა ომის ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა

თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა ომის ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა

2024 წლის 1-2 ივნისს ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ და თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის, ასევე, მათი ოჯახის წევრებისთვის მორიგი, 22-ე, უფასო ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. 

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2023 წლიდან დღემდე 22 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში 2404 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაეწია ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური მომსახურება. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ გადაეცათ 2922 სათვალე.