თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა საჩხერესა და ჭიათურაში საქველმოქმედო აქცია გამართა

თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა საჩხერესა და ჭიათურაში საქველმოქმედო აქცია გამართა

საჩხერესა და ჭიათურაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა, პარტნიორ კლინიკებთან ერთად,  მორიგი, ენდოკრინოლოგიური და ოფთალმოლოგიური უფასო გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო კარანაძე და ლაბორანტი ნინო ჯანყარაშვილი. მათ 134 ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და  დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარეს. ასევე, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასოდ  გადაეცათ 268 ოპტიკური სათვალე და 22 გლუკომეტრი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკას - ‘’საქართველოს’’ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში 8 წლის განმავლობაში თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტმა და ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ - ‘’საქართველომ’’ ჯამში 35 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. ამ პერიოდში მათ 4368 ბენეფიციარს გაუწიეს კვალიფიციური დახმარება.