თსსუ-ის ადმინისტრაციის შეხვედრა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და  ფიზიკური მედიცინისა   და რეაბილიტაციის ფაკულტეტების აკადემიურ  პერსონალთან

თსსუ-ის ადმინისტრაციის შეხვედრა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალთან

2017 წლის 18-19 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა  თსსუ-ის ადმინისტრაციის შეხვედრა მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და  ფიზიკური მედიცინისა   და რეაბილიტაციის ფაკულტეტების აკადემიურ  პერსონალთან. ღონისძიების თემას წარმოადგენდა- „თსსუ–ის სტრატეგიული განვითარება: მიზანი, ამოცანები, ძირითადი ასპექტები“.

შეხვედრა გახსნა და საზოგადოებას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების ზოგადი მიმოხილვა წარუდგინა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

- ,,უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები“ .- სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია; 

- ,,უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხარისხის შეფასების  გარე და შიდა მექანიზმები“. -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე; 

- ,,აკრედიტებული პროგრამები, სტუდენტთა კონტინგენტი, სწავლებისა და შეფასების მეთოდები“. -   ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; 

- ,,საერთაშორისო პროექტები და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის განვითრება“. -     ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი;

,,კლინიკური საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულები და აფილირებული/პარტნიორი კლინიკები  -არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“ - ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; 

-,,თსსუ-ის მიერ გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ -კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; 

ღონისძიების ბოლოს განხილული საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია.