თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია  ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების განათლების კომიტეტის წევრად აირჩიეს

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების განათლების კომიტეტის წევრად აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების განათლების კომიტეტის წევრად აირჩიეს. იგი კოორდინირებას გაუწევს მენტორობის პროგრამას და ახალი საგანმანათლებლო კურსების შემუშავებას.

ეკა კვარაცხელიამ 2024 წლის 3 ივნისს მონაწილეობა მიიღო კომიტეტის შეხვედრაში, სადაც განხილული იქნა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში და დაიგეგმა სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ეკა კვარაცხელიას მიერ ინიცირებული იქნა ახალი კურსის “ფუნდამენტური და კლინიკური ეპიგენეტიკა” შემუშავება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების მიერ და საქართველოში ჩატარდება.