თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი გაცვლითი პროგრამით ესპანეთში იმყოფებოდა

თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი გაცვლითი პროგრამით ესპანეთში იმყოფებოდა

21-26 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ქეთევან გოგბერაშვილი, Erasmus + ის აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

ასოცირებულმა პროფესორმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პროფესორ მარია როსაურა ლეისის ხელმძღვანელობით,  მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში - ლექციის, პრეზენტაციისა და სემინარული მუშაობის სახით. ის იმყოფებოდა საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ განყოფილებაში და კვლავ პროფესორი ლეისის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნო სხვადასხვა დეპარტამენტის, მათ შორის სასწრაფო გადაუდებელი, ახალშობილთა, გასტროენტეროლოგიური, მეტაბოლური დარღვევების დეპარტამენტების  მუშაობის სპეციფიკას, დაავადებათა მართვის ძირითად პრინციპებს, მიმდინარეობების თავისებურებებს.