თსსუ-ის დელეგაცია დიდ ბრიტანეთში

თსსუ-ის დელეგაცია დიდ ბრიტანეთში

 

2016 წლის  25 აგვისტოდან  7 სექტემბრის ჩათვლით თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, პროექტ “ერასმუს+“-ის კოორდინატორი, ნინო კანდელაკი და ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი, დოქტორანტი სოფიო გოქაძე  ერთობლივი პროექტის, ,,კრედიტების მობილობა სტუდენტებისა და აკადემიურ/ადმინისტრაციული პერსონალისათვის“ ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში.

შეხვედრის ორგანიზატორი  ჩესტერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  ჯუნ კილინგი გახლდათ.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ–ის წარმომადგენლები ეწვივნენ:  შრუსბერის სასწავლო ცენტრს და კარდიფის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტს, სადაც შეხვედრები  გამართეს უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან და ევროპული პროექტების კოორდინატორთან.  შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ უნივერსიტეტებს  შორის თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. აღნიშნული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს  საშუალებას მისცემს ,,ერასმუს +“-ის ფარგლებში  მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, კარდიფის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტსა და ჩესტერის უნივერსიტეტში.