თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევების VIII საერთაშორისო ევროპული კონფერენციის“ მუშაობაში

თსსუ-ის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევების VIII საერთაშორისო ევროპული კონფერენციის“ მუშაობაში

2023 წლის 13-15 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიაში ქალაქ რომში, სადაც მონაწილეობა მიიღეს „ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევების VIII საერთაშორისო ევროპული კონფერენციის“ მუშაობაში.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გორგასლიძე, თბილისის სახელმწფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ნინო ჭუმბურიძე  და თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი გიორგი ვარაზი.   

ღონისძიებაზე ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ წარადგინა ორი ზეპირი მოხსენება:  „Development and impotency of teaching/learning of scientific research-skills in medical education and the integrated curriculum“ (პლენარული სესია) „HEPATOPROTECTIVE EFFECTS OF THE “PHENOMENON” AT CCL4-INDUCED LIVER CIRRHOSIS“.  

აღსანიშნავია, რომ პროფესორი ნანა გორგასლიძე, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია და ნინო ჭუმბურიძე, ასევე, გახლდნენ კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრები, ხოლო ლუიზა გაბუნია ერთ-ერთი სექციის მოდერატორიც იყო.