თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ბელგიაში

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ბელგიაში

2023 წლის 26 - 30 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორი ნინო კანდელაკი იმყოფებოდნენ ბელგიაში სამუშაო ვიზიტით, რომელიც განხორციელდა Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება  საქართველოს უნივერსიტეტებში".

27 მარტს ქ. ბრიუსელში თსსუ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის ოფისში European Foundation for Management Development (EFMD); 28 მარტს ვიზიტი განახორციეელეს ქ. ლიუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც შეხვდნენ ბიოსამედიცინო მეცნიერებათა პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ჯონ კრიმერსს და ინოვაციების მენეჯერს, პროფესორ თინე ვან ლომელს.  პროფესორმა ჯონ კრიმერსმა ქართულ მხარეს წარუდგინა ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ინოვაციური მიდგომები სადოქტორო პროგრამების მართვის საკითხებში, კერძოდ ბიომედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებებში. აღსანიშნავია, რომ პროფესორ ჯონ კრიმერის მხარდაჭერით,  Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტების მობილობა ქ. ლიუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში. პროფესორმა თინე ვან ლომელმა აღნიშნა, რომ ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თსსუ-ის სტუდენტთა ინდივიდუალურ სამეცნიერო პროექტებსა და ფართომასშტაბიან საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობის მხარდაჭერას.

29 მარტს პროფესორი ხათუნა თოდაძე და ნინო კანდელაკი ეწვივნენ ანტვერპენის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლას, სადაც ასოცირებულმა დეკანმა აკადემიური მიმართულებით, პროფესორმა  ანს დე ვოსმა ისაუბრა ლიდერობის უნარების განვითარების მეთოდებზე და დაგროვილ საერთაშორისო გამოცდილებაზე.