2024 წლის 12-18 მაისს, Erasmus + ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სასარის უნივერსიტეტში (იტალია).
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა; ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თეონა დანელია, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე; ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თამარ სულაძე.
დელეგაციის წევრებს შეხვდნენ: სასარის უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ეგლე პატრიცია მილია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, მობილობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის თანამშრომლები: კარლა ურგეღე და ანჯელა მარონგიუ და ERASMUS + ის პროექტის კოორდინატორი ანდრეა ლედა.
ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა წაიკითხეს ლექციები, ეწვივნენ სასარის უნივერსიტეტის კლინიკური ონკოლოგიის და სხივური თერაპიის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეპარტამენტებს. დაესწრნენ პრაქტიკულ მეცადინეობებს, იმსჯელეს სასწავლო კურიკულუმის თაობაზე. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნეს თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის გამოცდილება სტუდენტთა ცოდნის შეფასებისა და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის OSCE თაობაზე.