თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ტარგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი ტარგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

2022 წლის 16-20 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი Erasmus+  - ის მობილობის ფარგლებში ტარგუ მურეშის ჯორჯ ემილ პალადის სახელობის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

თსსუ-ის დელეგაციის შემადგელობაში იყვნენ: თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი  ლია ძიძიგური; ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დეა ვადაჭკორია; აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს: უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ლეონარდ აზამფირეისთან; ვიცე-რექტორთან, პროფესორ კრისტინა ოანა მარგინიანთან; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, პროფესორ ანჟელა ბორდასთან; სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ  კრისტინა იოანა ბიკასთან; ოდონტოლოგიის და ენდოდონტიის დეპარტამენტის ლექტორ  ალექსანდრა სტოიკასთან.  

გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ტარგუ მურეშის  ჯორჯ ემილ პალადის სახელობის მედიცინის და ფარმაციის, მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  საუნივერსიტეტო კლინიკები, მათ შორის პედიატრიული კლინიკა, ასევე სიმულაციების ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ თბილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა დეა ვადაჭკორიამ ჩაატარა ლექციები სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, რამაც დარგის სპეციალისტებსა და სტუდენტებში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.