თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლების ვიზიტი კილის უნივერსიტეტში

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლების ვიზიტი კილის უნივერსიტეტში

2023 წლის 10-14 ივლისს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები: პროფესორი არჩილ უნდილაშვილი და ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, კილის უნივერსიტეტში. კილის უნივერსიტეტი მრავალპროფილური უნივერსიტეტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად  ჯანდაცვის პროგრამებსაც ახორციელებს.  

ვიზიტის პერიოდში საქმიანი შეხვედრები გაიმართა როგორც მედიცინის სკოლის, ისე საექთნო და სამეანო სკოლის, ასევე, ბავშვთა განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან.

კილის უნივერსიტეტში შეხვედრა შედგა სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სკოლების წარმომადგენლებთან: პროფესორ ჯუნ კილინგთან (საექთნო და სამეანო სკოლა), პროფესორ პოლ ჰოროქსთან (მედიცინის სკოლის პრეკლინიკური ეტაპის კოორდინატორი), პროფესორ ფიდელმა ო’მაჰონისთან (კლინიკური სწავლების კოორდინატორი) და მის გუნდთან,  სარა ენზლისთან (უფროსი მასწავლებელი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ტუტორი), ნაზიმ ალისთან (პროფესიული განვითარების დეპარტამენტის თანახელმძღვანელი) და სხვ. 

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისთვის მოსამზადებელ პროცესზე დაკვირვება; სტუდენტთა პროფესიული განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა. ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა სტუდენტების კლინიკური სწავლებისა და შეფასების თავისებურებებზე, ასევე, მათ ჩართულობაზე საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

საინტერესო დისკუსია გაიმართა მედიცინის პროგრამაში ცვლილებების დაგეგმვისა და განხორციელების საჭიროების თაობაზე  ჯანდაცვის სისტემასა და, ზოგადად, საზოგადოებაში  მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ.

კილის უნივერსიტეტში ვიზიტი ნაყოფიერი იყო მომავალი ურთიერთობებისთვის, საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისა და განვითარების ახალი გზების მოძიებისთვის.