თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტებმა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ჩააბარეს

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტებმა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) ჩააბარეს

თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეათე სემესტრის სტუდენტებისთვის ჩატარდა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE), რომელიც სტუდენტების კლინიკური უნარების რეალურ პირობებში შეფასებას გულისხმობს.

OSCE ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია  თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისთვის.

OSCE-ის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროგრამის საერთო აკადემიური შედეგების შეფასებაზე.

ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა 12 სადგურისგან შედგება და თითოეულ სადგურზე სტუდენტები სიმულაციურ პაციენტებთან ასრულებენ სამედიცინო ამოცანებსა და მანიპულაციებს.

გამოცდა მოიცავს კლინიკური და პროფესიული კომპეტენციების სრულ სპექტრს, მათ შორის: 

პაციენტთან კონსულტაცია

კლინიკური შემთხვევის ანალიზი და მართვა

პრაქტიკული უნარ-ჩვევები

პროფესიული და ეთიკური კომუნიკაცია

ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შეფასება

მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება

ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩართვა კლინიკურ პრაქტიკაში

ბიომედიცინის სამეცნიერო საფუძვლები

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

პროფესიონალიზმი

გამოცდა ჩატარდა სასწავლო კურსის — „გახდი ექიმის“ — ფარგლებში.