2024 წლის 27-28 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
„დღევანდელ კონფერენციაზე დოქტორანტები წარმოადგენენ, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებულ კვლევებს. დარწმუნებული ვარ, ნაშრომები იქნება ყველასათვის სასარგებლო. ძალიან სასიამოვნოა, რომ დოქტორანტების სამეცნიერო კონფერენციას სტუდენტებიც ესწრებიან. ეს არის მათთვის საუკეთესო მაგალითი - რა ეტაპები უნდა გაიარონ სწავლების პროცესში და შემდგომი განვითარებისთვის. დიდი მადლობა ყველას, წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
კონფერენციას ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების მიმართულებით, პროფესორი სოფიო ბახტაძე.
თსსუ-ის დოქტორანტებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს როგორც ზეპირი, ისე პოსტერული მოხსენებები.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, ყოველი მოხსენების დასასრულს მიმდინარეობდა სამეცნიერო დისკუსია.