თსსუ-ის დოქტორანტების სამეცნიერო სესია

თსსუ-ის დოქტორანტების სამეცნიერო სესია

2016 წლის 19-20-21 ივლისს, თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა თსსუ-ის დოქტორანტების ყოველწლიური სამეცნიერო სესია.  ღონისძიებაზე ახალგაზრდა მკვლევარებმა შეაჯამეს  მათ მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და ჩატარებული კვლევის შედეგები.

სამეცნიერო სესია გახსნა და  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.  

ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

მარიკა წერეთელი -,,ნოზოკომიურ C.difficale-სთან ასოცირებული დაავადებების შესწავლა ბავშვთა კლინიკებში“.  სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი ელზა ვაშაკიძე;

თამარ ქაჯაია -,,ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული გადაძაბვის და გადაწვრთნის გამოვლენა მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენებში დიაგნოსტიკის თანამედროვე კრიტერიუმების გამოყენებით“.  სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი ლელა მასხულია;

თამარ იმნაძე -,,HCV ინფექციის კომბინირებული ანტივირუსული მკურნალობის ეფექტურობა პატიმრებში“, სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი ელზა ვაშაკიძე;

ნინო ცხვედიანი -,,ფოტოინდუცირებული თავისუფალი რადიკალების კინეტიკა ადამიანის წაბლისფერ თმაში წითელი, მწვანე, ლურჯი და თეთრი სინათლის ხანმოკლე ზემოქმედებისას“, სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი ალექსანდრე ციბაძე;

თამარ ხუჭუა -,,მენინგოკოკური ინფექციის მრავალწლიანი სტატისტიკა და კლინიკური შემთხვევების ანალიზი ინფექციური პათოლოგიის ცენტრის მონაცემების მიხედვით“.  სამეცნიერო ხელმძღვანელი-ასოცირებულიპროფესორი მალვინა ჯავახაძე;

ნინო გოგატიშვილი -,,მუცლადყოფნის პერიოდში კარბამაზეპინით და ვალპროის მჟავით მონოთერაპიის ზეგავლენით დაბადებულ ბავშვთა ინტელექტის კოეფიციენტი“, სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი ნანა ხაჭაპურიძე;

თამთა თხილაიშვილი -,,ბიოფილმ-ინფექციების მართვის ალტერნატიული სტრატეგია. ბაქტერიოფაგების ეფექტურობის შეფასება (in vitro) იზომეტრიული მიკროკალორიმეტრიის გამოყენებით“ სამეცნიერო ხელმძღვანელი-ასოცირებული პროფესორი მალვინა ჯავახაძე;

აკაკი სეფაშვილი -,,E.coli-ის ფაგოლიზატის სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებების შესწავლა ექსპერიმენტში“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი გიორგი გოგიჩაძე, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე;

ეთერ ბუხნიკაშვილი -,,აივ-შიდსით დაავადებულ პაციენტთა სტომატოლოგიური სტატუსი საქართველოში და მათი იმუნოლოგიური მაჩვენებლები“, სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბორის კორსანტია;

ფრიდონ ჯაფარიძე -,,ფტორის შემცველობა სასმელ, ჩამოსასხმელ, მინერალურ და არამინელარულ წყლებში“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნატალია შონია, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი მზია ბაქრაძე;

გიორგი ლაგვილავა -,,სახის ზედა და შუა ზონების ქალა-ტვინის ტრამვასთან შეუღლებული დაზიანების ოპტიმალური მკურნალობის საკითხი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი ზურაბ გვენეტაძე;

დავით კობეშავიძე -,,ახალშობილებისგან, მელოგინეებისგან და სამშობიარო განყოფილების შიდა გარემოდან გამოყოფილი მიკრობული შტამების ანტიბიოტიკომგრძნობელობა/რეზისტენტობა“. სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი დარეჯან ჩიკვილაძე;

ნიკოლოზ ავაზაშვილი -,,მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების და გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზის შემდგომ განვითარებული პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების მიკრობიოლოგიური სტრუქტურა“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თორნიკე ნოზაძე, პროფესორი ირაკლი მჭედლიშვილი;

ირაკლი გვილავა -,,ციტრუსების ექსტრაქტის რადიოპროტექტორული მოქმედება (ექსპერიმენტული კვლევა)“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ სანიკიძე, ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი;

ლიკა გუმბარიძე -,,სამედიცინო დაზღვევის განვითარების ეტაპების ანალიზი საქართველოში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი ლევან ბარამიძე;

სოფიო გოქაძე -,,მცენარეული ნედლეულიდან აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების მიღება“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ბარბაქაძე;

თამარ მასიუკოვიჩი -,,აჭარის რეგიონში გავრცელებული ლამიანი სულფიდური პელოიდების კვლევა სამედიცინო კოსმეტოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, პროფესორი თამაზ მურთაზაშვილი;

ანა გაფრინდაშვილი -,,თიხების ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებების შესწავლა, ქიმიური შემადგენლობის დადგენა“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი დალი ბერაშვილი, ასოცირებული პროფესორი გულნარა მიქაია;

სანდრო ცერცვაძე-,,კოლხეთის სფაგნუმიანი ტორფიანი პელოიდების ფიზიკური თვისებებისა და ქიმიური შედგენილობის შესწავლა, ნანონაწილაკების შემცველი ნიმუშების მომზადება და დახასიათება“.  სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი იზოლდა მაჭუტაძე;

ლალი ლომთაძე -,,ინდივიდუალური და ჯამური ფიტოექსტრაქციული პრეპარატების გავლენა ნოზოკომიური ინფექციების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე თანამედროვე ანტიბიოტიკებთან შედარებით“.  სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი ალიოშა ბაკურიძე;

კობა სივსივაძე-,,მეორე თაობის ანტიფსიქოზური საშუალებების- რისპერიდონი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, ბიოლოგიური ობიექტებიდან იზოლირების და ანალიზის ოპტიმალური მეთოდების შერჩევა“.  სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი თამაზ მურთაზაშვილი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჯოხაძე.

სესიაზე წარმოდგინილი იქნა შემდეგი  სტენდური მოხსენებები:

ნინო ჯოჯუა -,,თავის ტვინში ლოკალური ჰიპერთერმიით ინდუცირებული იშემიური ინფარქტის განვითარების შესაძლო მექანიზმები“, სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნიკო გონგაძე, აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია;

მარიამ ხუნდაძე -,,ბავშვთა და მოზარდთა ასაკის სომატოფორმული დარღვევების მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერებანი“.  სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნანა გელაძე, პროფესორი რამაზ საყვარელიძე;

მანანა ღონღაძე - კორვიტინის, აცეტილცისტეინისა და მათი კომბინაციის შედარებითი ჰეპატოპროტექტორული ეფექტურობა პარაცეტამოლით გამოწვეული მწვავე ჰეპატიტის დროს თაგვებში“. სამეცნიერო ხელმძღვანელი -პროფესორი ნელი ანთელავა.

მოხსენებების დასასრულს იმართებოდა სამეცნიერო დისკუსიები, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესურა და დოქტორანტები. სესიის დასასრულს ღონისძიება შეაჯამა თსსუ-ის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ვეფხვაძემ.