თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი ჯგერენაია ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი ჯგერენაია ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლიეჟის უნივერსიტეტს შორის არსებული ერთობლივი სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის ფარგლებში, თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი ჯგერენაია ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

3 თვიანი სტაჟირების ფარგლებში, დოქტორანტმა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეისწავლა საქართველოში მოზარდი გვარი Allium-ის ზოგიერთი სახეობის მეორადი მეტაბოლიტები და მათი ბიოლოგიური აქტივობის დადგენა, კვლევით ლაბორატორიებში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით საკვლევი ობიექტების ბიოლოგიური მოქმედებების შეფასება. 

აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის დოქტორანტმა ასევე თანამონაწილეობა მიიღო ლიეჟის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევებში, რომლის საფუძველზე გამოიცა სტატია: „Exploration by molecular networking of Strychnos alkaloids reveals the unexpected occurrence of strychnine in seven Strychnos species“, ჟურნალში „Toxicon“. 

გარდა ამისა, გიორგი ჯგერენაიამ სტაჟირების პერიოდში მონაწილეობა მიიღო ფარმაკოგნოზიული კვლევისა და სწავლების ფრანკოფონიური ასოციაციის (Association Francophone pour l'Enseignement et la Recherche en Pharmacognosie) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში _ AFERP-2022.

ცნობისთვის, სადოქტორო პროგრამა ,,საქართველოში მოზარდი გვარი Allium-ის ზოგიერთი სახეობის მეორადი მეტაბოლიტების შესწავლა და მათი ბიოლოგიური აქტივობის დადგენა“ დაფინანსებულია ERASMUS + საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში.