თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი ჯგერენაია, ERASMUS + საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 6 იანვრიდან 6 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტში, სადაც თსსუ-სა და ლიეჟის უნივერსიტეტს შორის არსებული ერთობლივი სადოქტორო პროგრამის - ,,საქართველოში მოზარდი გვარი Allium-ის ზოგიერთი სახეობის მეორადი მეტაბოლიტების შესწავლა და მათი ბიოლოგიური აქტივობის დადგენა“ ფარგლებში შეასრულა კვლევის პრაქტიკული ნაწილი.
ლიეჟის უნივერსიტეტში მივლინების მიზანს წარმოადგენდა კვლევით ლაბორატორიებში თანამედროვე მეთოდების და მაღალი სიზუსტის აპარატების გამოყენებით საკვლევი ობიექტის ფიტოქიმიური შესწავლა და ბიოლოგიური მოქმედებების შეფასება. ,,ჩვენს მიერ შესწავლილია საკვლევ ობიექტში მეორადი მეტაბოლიზმის პროდუქტების შემცველობა, შეფასებულია მათი ციტოტოქსიკური და ანტიპროტოზოული მოქმედება. კვლევის შედეგად დადგენილია საკვლევი ობიექტის გამოხატული ცოტოტოქსიკური აქტივობა მელანომას უჯრედების მიმართ. ჩვენი შემდგომი კვლევის მიზანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნულ ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე პასუხისმგებელი ნივთიერებ(ებ)ის მიღება და ქიმიური სტრუქტურ(ებ)ის დადგენა”- განაცხადა გიორგი ჯგერენაიამ.
აღსანიშნავია, რომ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, ლ. მსხილაძის შუამდგომლობით, გიორგი ჯგერენაიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ,,Campus France“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში - სტიპენდიები ახალგაზრდა დოქტორანტებისთვის. პროექტმა დიდი მოწონება და სამ თვიანი დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნულის შედეგად 2020 წლის 15 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე გიორგი ჯგერენაია მიემგზავრება საფრანგეთში, ქ. ტულუზას უნივერსიტეტში, სადაც განახორციელებს სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ ექსპერიმენტულ კვლევებს, კერძოდ საანალიზო ობიექტების ათეროსკლეროზის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების შესწავლას.