თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება 2022

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება 2022

2022 წლის 8 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის და საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

წელს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი 66-მა ქართველმა და საერთაშორისო სტუდენტმა დაამთავრა!

საექთნო საქმის საბაკალავრო  პროგრამას 8 კურსდამთავრებული შეემატა!

კურსდამთავრებულებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ, საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ და კურსდამთავრებულებმა: გიორგი საღინაძემ, ნინო კობიძემ, მაია წულაძემ და გიორგი ნანეიშვილმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს და უსურვებს მათ კარიერულ წინსვლას და წარმატებულ მომავალს!