თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორი ლელა მასხულიას ვიზიტი კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტში

თსსუ-ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორი ლელა მასხულიას ვიზიტი კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტში

2019 წლის 24 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდი კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო). პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარება. 

ერთკვირიანი პროგრამა მოიცავდა შემდეგს: კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტში აკადემიურ პროცესზე დაკვირვება (სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ლაბორატორიული მეცადინეობები, სადოქტორო პროგრამების სტუდენტების სამეცნიერო კვლევის პროექტებზე მუშაობის პროცესი), უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრები, კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის სპორტისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის (Cardiff School of Sports and Health Sciences) საგანმანათლებლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევის პროექტების გაცნობა,  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიების და ამბულატორული კლინიკური დაწესებულებების დათვალიერება და სამუშაო პროცესზე დაკვირვება (Llandaff Campus, Cyncoed Campus). ვიზიტის დროს განხორციელდა შეხვედრები კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის სპორტისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დეკანთან, პროფესორ ლი რობინსონთან და ბოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანლთან რეიჩელ ადამსთან, ბიოსამედიცინო მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის  (BSc Biomedical Sciences-Health, Exercise & Nutrition) ხელმძღვანელთან ქეთრინ უითიკომბთან, ბიოსამედიცინო მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან მანინდერ ალუვალიასთან და ამავე პროგრამის აკადემიურ პერსონალთან, მათ შორის მეცნიერებათა დოქტორებთან ბარი მაკდონელთან, რიჩარდ უებთან, ენდრიუ თომასთან. ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტში პროფესორმა მასხულიამ წარადგინა მოხსენება თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების თემატიკასთან და შედეგებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დეპარტამენტი მუშაობს  ჰიპერტენზიის და სისხლძარღვების რემოდელირების, ისევე როგორც ოქსიდაციური სტრესის და მისი ფიზიკურ დატვირთვასთან კორელაციის საკითხებზე, რაც თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. განხილვისა და დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა მომავალი ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.

კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის სპორტისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის Cyncoed Campus-ში ვიზიტის დროს გაიმართა შეხვედრები პროფესორ დაიან კრონთან, პროფესორ ჯონ ოლივერთან, მეცნიერებათა დოქტორებთან რობერტ მეიერსთან, ჰიუ უილშირთან, მიხეილ ბიტონთან და სხვა აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის სპორტისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარების და თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები. განსაკუთრებული მნიშველობა ჰქონდა სამაგისტრო პროგრამების MSc Sport and Exercise Medicine და MSc Sport Rehabilitation ხელმძღვანელებთან პროფესორ დაიან კრონთან და მეცნიერებათა დოქტორებთან რობერტ მეიერსთან და ჰიუ უილშირთან შეხვედრას, აღნიშნული პროგრამების შინაარსისა და სტრუქტურის განხილვას, შეფასების მეთოდებისა და კვლევის შესაძლებლობების გაცნობას. გამოიკვეთა პროგრამებში ჩართული აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობები და სამეცნიერო კვლევის ერთობლივი პროექტების ჩამოყალიბების პერსპექტივა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თსსუ-ის სამაგისტრო პროგრამის „რეაბილიტაცია სპორტში“ სასწავლო კურსებმა „სპორტის კარდიოლოგია“, „ბავშვთა სპორტი და რეაბილიტაციის საკითხები“ და „სპორტული დაზიანების ბიომექანიკა და კლინიკური შეფასება“.