საქართველოში დაიწყო ფუნქციური მუცლის ტკივილის შესახებ ცნობიერების ამაღლების 3 თვიანი კამპანია, რომლის ინიციატორია ევროპის პედიატრიული გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და კვების საზოგადოება (ESPGHAN), მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბავშვთა გასტროენტეროლოგთა საზოგადოება, საქართველოს პედიატრთა ასოციაცია და საქართველოს პედიატრთა აკადემია.
3 თვიანი კამპანიის მიზანია ბავშვებში ფუნქციური მუცლის ტკივილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამედიცინო საზოგადოებაში, პაციენტებთან და მათ მშობლებთან.
ღონისძიების ფარგლებში, 29 იანვარს, პირველად საქართველოში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გაიმართა შეხვედრა, სადაც ESPGHAN-ის წარმომადგენელმა საქართველოში, პედიატრ- გასტროენტეროლოგმა მარიამ ღუღუნიშვილმა კამპანიის მნიშნვნელობაზე ისაუბრა და მიმოიხილა ფუნქციური მუცლის ტკივილის მართვის უახლესი მეთოდები, რომელიც სკოლის ასაკის ბავშვების 30%-ს აწუხებს.
არსებული პრობლემიდან გამომდინარე, ESPGHAN განახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას ფუნქციური მუცლის ტკივილის შესახებ. 3 თვიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელდება შეხვედრები პედიატრებთან, ოჯახის ექიმებთან, დაიგეგმება ვიზიტები სკოლებსა და მედია-საშუალებებში.