თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის  მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს პროფესორ გურამ ცაგარეიშვილს 85 წელი შეუსრულდა

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს პროფესორ გურამ ცაგარეიშვილს 85 წელი შეუსრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს პროფესორ გურამ ცაგარეიშვილს 85 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, ასავე დიდ მადლობას უხდის გაწეული ღვაწლისათვის

გურამ  ცაგარეიშვილი  დაიბადა  1934  წლის  8  დეკემბერს  ქ. თბილისში  მოსამსახურის   ოჯახში. 

მამა-ვარლამ  თეოფანეს   ძე  ცაგარეიშვილი,  დედა - ელენე  სეითის  ასული  მღვდელაძე, დიასახლისი.

მან 1952  წელს  დაამთავრა  თბილისის  ვაჟთა  42-ე  საშუალო  სკოლა  და სწავლა  განაგრძო  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  ინსტიტუტში (ახლანდენ თსსუ-ი)  ფარმაცევტულ  ფაკულტეტზე.   სტუდენტობის  წლებშივე  გამოავლინა  შემოქმედებითი  ნიჭიერება  და სწრაფვა  სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობისაკენ.  პირველი  სამეცნიერო  ნაშრომები,  ბატონმა გურამმა შეასრულა  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  ინსტიტუტის  ფარმაცევტული  ფაკულტეტზე  პროფესორ  არისტარხ  მშვიდობაძის  და  პროფესორ  ბიძინა  ჭუმბურიძის  ხელმძღვანელობით.  ინსტიტუტის  დამთავრებისთანავე,  1958  წელს,  აკადემიკოს  იოველ  ქუთათელაძის  თანადგომით  მუშაობას  იწყებს  თბილისის  სამეცნიერო-კვლევით  ქიმიურ-ფარმაცევტულ  ინსტიტუტში  (ახლანდენ თსსუ-ის  ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი)  ჯერ  უფროს  ლაბორანტად,   შემდეგ   ფარმაკოქიმიკოსად  ქიმიისა და ანალიზის განყოფილებაში.  

1960  წელს  იგი  არჩეულია  უმცროს  მეცნიერ  მუშაკად  და აქტიურად  ერთვება  ინსტიტუტის  სამეცნიერო-პრაქტიკულ  საქმიანობაში.

 1963  წელს  გურამ  ცაგარეიშვილი  ინიშნება  საქართველოს  მეცნიერებათა  აკადემიის  ი.  ქუთათელაძის  სახელობის  ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტის  სწავლულ  მდივნად,  სადაც  მან  იმუშავა  1972  წლამდე. 

 1972 წელს  აკადემიკოს  იოველ  ქუთათელაძის  წარდგინებით  და  საქართველოს  მეცნიერებათა  აკადემიის  მხარდაჭერით  გურამ  ცაგარეიშვილს, საქართველოს  მეცნიერებათა  აკადემიის  პრეზიდიუმი  ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტის  დირექტორის  მოადგილედ ამტკიცებს სამეცნიერო  დარგში, სადაც  მან  იმუშავა  2006 წლამდე. 

2006-2011  ინსტიტუტის  სამეცნიერო  საბჭოს  თავჯდომარეა, სამეცნიერო  და  საორგანიზაციო  საქმიანობის  კოორდინატორია.

1977 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს მის მიერ ჩამოყალიბებულ ფარმაცევტული პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებას თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში.

1994-2005  წწ.  საქართველოს  ჯანდაცვის  სამინისტროს  სამედიცინო  ინდუსტრიისა  და  სერვისის  სახელმწიფო  კომპანია  „მედინსერვი“-ს   გენერალური  დირექტორის  მოდგილე  და  სამეთვალყურეო  საბჭოს  წევრია, 2005  წლიდან  დღემდე  ამავე  კომპანიის  საპატიო  თავმჯდომარეა.

პედაგოგიური  გამოცდილება

1978-1983 წწ.  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  ინსტიტუტის  პედაგოგია  და  ხელმძღვანელობს  წამალთა  ტექნოლოგიის  სალექციო  კურსს.

1983-1993 წწ.  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  ინსტიტუტის  ფარმაცევტული  საქმის  ორგანიზაციისა  და   ეკონომიკის  კათედრის  პროფესორია.

1993-1998 წწ.  არჩეულია  თბილისის  სეხელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  ფარმაცევტული  ფაკულტეტის,  ფარმაცევტული  საქმის  ორგანიზაციისა  და  ეკონომიკის  კათედრის  გამგედ.

სამეცნიერო  ხელმძღვანელი:     სამაგისტრო -1

                                                       სადოქტორო-4


სამეცნიერო  შრომები:                 მონოგრაფია-18

                                                       სამეცნიერო სტატია-108

პრემიები,  ჯილდოები:

1999 წ.  სამეცნიერო  ნაშრომთა  ციკლისათვის  მიენიჭა  აკადემიკოს  ალექსანდრე  თვალჭრელიძის სახელობის  პრემია.

1999 წ.  საქართველოს  ჯანდაცვის  სამინისტროს  წარდგინებით,  საქართველოს  პრეზიდენტის  მიერ  დაჯილდოებულია  ღირსების  ორდენით.