15-19 სექტემბერს, ქალაქ მილანო-მარიტიმაში (იტალია) გაიმართა კონფერენცია „ევრაზიის მე-10 შეხვედრა ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმიაში EAMHC-2019“, რომელზეც მიწვეული იყვნენ: თსსუ-ის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მცენარეული ბიოპოლიმერების და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიური მოდიფიკაციის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მაია მერლანი და მეცნიერი თანამშრომელი ლელა ამირანაშვილი.
კონფერენციაზე მაია მერლანმა წარმოადგინა ზეპირი მოხსენება „Boraginaceae-ს ოჯახის ბიოპლიმერის სინთეზური ანალოგები“. ლელა ამირანაშვილის და მაია მერლანის მიერ წარდგენილი იყო, ასევე, ორი სასტენდო მოხსენება: „Boraginaceae-ს ოჯახის სხვადასხვა სახეობების ქიმიური შედგენილობა“და „N-შემცველი 5α-სტეროიდები, როგორც ანტიმიკრობული აგენტები“. სამივე მოხსენებამ უცხოელი კოლეგების დიდი დაინტერესება გამოიწვია და მათგან ნაწილმა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.
მომავალი 2021 წლის კონფერენციის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა ორმა ქვეყანამ: ჩინეთმა და საქართველომ.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით გადაწყდა - მე-11 მორიგი კონფერენცია 2021 წელს ჩატარდეს საქართველოში. კონფრენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თსსუ-ის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი იქნება.