თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით, თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.

საინფორმაციო-გაცნობითი ღონისძიების ფარგლებში ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა სტუდენტებს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საქმიანობა, სამუშაო პროცესი და მრავალწლიანი, უნიკალური სამეცნიერო ტრადიციები გააცნეს.

სტუდენტებმა დაათვალიერეს თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, ჰერბარიუმი და ვივარიუმი. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ წამლის წარმოების პროცესის ძირითად ეტაპებს და დაეთვალიერებინათ ექსპერიმენტული საწარმო ბაზა, სადაც ინსტიტუტის ახალი სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს სრული რენოვაცია HACCP-ისა და GMP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, სტუდენტები ტრადიციულად საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში სტუმრობენ. პროექტის მიზანია ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას და სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესის ზრდას.