თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტის დირექტორის, პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი სტამბულის აჩიბადენის უნივერსიტეტში

თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტის დირექტორის, პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი სტამბულის აჩიბადენის უნივერსიტეტში

2015 წლის 14-15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე ვიზიტით იმყოფებოდა  სტამბულის  აჩიბადენის უნივერსიტეტში (თურქეთი), სადაც დაესწრო NASCE (აკრედიტებული კლინიკური უნარების ცენტრის ევროპული ქსელის) პირველ სამეცნიერო შეხვედრას.

პროფესორმა ირმა მანჯავიძემ კონფერენციაზე წარადგინა პოსტერული მოხსენება ,,კლინიკური უნარების შეფასება მოდიფიცირებული ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის საფუძველზე“ (ავტორები: პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორი ირმა მანჯავიძე, პროფესორი ხათუნა ლომაური, პროფესორი დალი ჩიტაიშვილი).

მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, დაისვა შეკითხვები.

კონფერენციის მიმდინარეობისას პროფესორი ირმა მანჯავიძე შეხვდა ,,NASCE“-ს თავმჯდომარეს, პროფესორ ანდერს ბერგენფელზს და თანათავმჯდომარეებს  პროფესორ ოსკარ ტრაინორს და პროფესორ ემინ აკსოის.

ვიზიტისას ქალბატონმა ირმამ დაათვალიერა აჩიბადენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, შეხვდა  სიმულაციების ცენტრის დირექტორს პროფესორ ემინ აკსოის და პროფესორ კოორდინატორს დილეკ კიტაპციოღლუს. დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.